ლეროი სანეს ბაიერნთან არსებული კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრუელბაზე ამ დრომდე არ შეთანხმებულან.
"რა თქმა უნდა კლუბი აკვირდება ჩემს სიტუაციას, მაგრამ ჩემი პოზიციაც ყველასთვის ნათელია - ახლა ამაზე არ ვფიქრობ, მიუხედავად ამისა, მთელი ჩემი კონცენტრაცია და ყურადღება ბაიერნისკენაა მიმართული და მაქსიმალურად ვეცდები გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო", - განაცხადა სანემ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 29 წლის ვინგერმა ჩატარებულ 22 მატჩში თავი 7 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.