"ახლა კვარას გამო "პსჟ"-ს თამაშებს უნდა ვუყურო, იტალიის ჩემპიონატი პრაგმატული ხდება" - ანტონიო კასანო

1 day ago 5

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ერთ-ერთი საფეხბურთო გადცემაში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი შესახებ ისაუბრა:

"რაც შეეხება დე ლაურენტისს, ის იგუაინის, კავანის, ოსიმენისა და სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში ყოველთვის ერთი და იგივე თამაშს თამაშობდა. ამჯერად კი ჭკვიანურად მოიქცა და საქმე არ გაართულა, როგორც ეს ოსიმენის შემთხვევაში გააკეთა. დე ლაურენტისი 75-მილიონიან შეთავაზებას დათანხმდა და კატასტროფას თავი ააცილა. მაგრამ მეორეა, რომ გუნდი კარგავს ნამდვილ ჩემპიონს, რომელსაც ფენომენალური პოტენციალი აქვს, ის სიგიჟემდე მომწონს. მისი თამაშით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მაშინაც კი, თუ კონტესთან ერთად არ იყო. ის ყოველთვის ბევრს მუშაობდა

კვარა ყველაზე კარგად სპალეტის ფეხბურთს შეეფერებოდა. ერთის მხრივ, კონტე კვარას დაკარგვით უკმაყოფილოა, მაგრამ მეორე თვალსაზრისით, მას დავიდ ნერეში ჰყავს, რომელიც ბოლო მატჩებში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა. სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონატი სულ უფრო პრაგმატული ხდება... ახლა უნდა წავიდე და პსჟ-ს თამაშებს უნდა ვუყურო, რადგან იქ ისეთი ფეხბურთელი ითამაშებს, რომელიც სიგიჟემდე მომწონს", - თქვა კასანომ.

სრულად წაკითხვა