,, ახლა, როდესაც ხრიკოს იუმორს გადაყვა მთელი ქვეყნის უბედურება… მე გპასუხობთ…” – სანდრო ელოშვილი

2 weeks ago 9

1

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ,,იმედის” პროდიუსერზე ირაკლი ხრიკაძეზე წერს, რომლის ფეისბუქპოსტს დიდი რეზონანსი მოჰყვა – ,,ვტოვებ ტელეკომპანია იმედს!!!- ერთი 15 წუთით ოღონდ, ნიკორაში გადავდივარ აქვე, რამე სასუსნავს ვიყიდი და დავბრუნდები ისევ”

,,არ მინდოდა თქმა და არც ვიტყოდი, ჩემმა ძალიან უახლოესმა მეგობრებმა იციან ამ ერთი კვირის განმავლობაში რამდენი მომხვდა, რამდენი მიმასველეს და რამდენი მიმგაზეს… არც ვიტყოდი, მაგრამ ახლა საჭიროა!
მე, შეძლებისდაგვარად ვდგავარ იქ! ყოველ დღე! ყოველ წუთს და ყოველ წამს!
ვდგავარ იმიტომ რომ მე სხვანაირი საქართველო მინდა…
ვდგავარ იმიტომ რომ სულ მანდ ვდგავარ!
ვდგავარ იმიტომ რომ ჩემს შვილებს (შევეცდები…) სხვანაირი და უკეთესი საქართველო დავუტოვო!
ამ ფოტოზე ირაკლი ხრიკაძეა… ჩემი ძმა, ჩემი მეგობარი და ჩემი ოჯახის წევრი!
ხრიკო “იმედის” კრეატიული პროდუსერია და ახლა მთავარი მიზეზია ჩვენი უბედურების!
თქვენ შეგიძლიათ მომიყვეთ რომ ახლა ის უნდა ტოვებდეს თანამდებობას, ახლა ის უნდა იდგეს ბარიკადებზე, ახლა ის უნდა თავს იწვავდეს ქუჩაში… მაგრამ ის ასე არ შვება!
მე?! მე ასე ვიზამდი… ის არ შვება…
მაგრამ მაშინ როდესაც ის ამას არ შვება, ქმნის ჩემთან მეგობრობის ისტორიას, მაგალითად… მაშინ როდესაც მე უმუშევარი ვიყავი, ის ჩემს სამ შვილს “პურს” ყიდულობდა… ასე პირდაპირ კი არა… ხელფასი მომიგონა!
როდესაც რამე მიჭირს… ის (!!!) სულ, სულ, სულ გვერდითაა!
როდესაც მე ვეუბნები რომ… შე**ცი(!!!) სისტემას, რომელიც ასე მექცევა მე…( შენ, ჩვენ…) ის მეუბნება რომ ჰო! აბა რა! აბა როგორ?!
მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს “იმედში” და არ მოვყვები რას და როგორ ვსაუბრობთ ერთმანეთში… ეს ჩვენი პირადი ამბავია! დამიჯერეთ… დედას გეფიცები… არასდროს ვარ კომფორმისტული ჩემი ქვეყნის მიმართ!
მაგრამ… ახლა, როდესაც ხრიკოს იუმორს გადაყვა მთელი ქვეყნის უბედურება…
მე გპასუხობთ…
ჩვენ რომ გავიმარჯვეთ სახელოვნად… იქ თუ ჩემი მეგობრები არ იქნებიან! მაშინ… მე დავრჩები აქეთ… წაგებული, განწირული, ხავსიანი გზა რომ მგონია…
იმიტომ კი არა, რომ ასე მგონია მართალი… იმიტომ რომ მაშინ, როდესაც მე ვიყავი აცილებული დედამიწას… ჩემს გვერდით იყვნენ ჩემი მეგობრები!
ვიცი დებილობაა…
ვიცი ახლა სჯობს გამიჯვნა მეგობრებისგან…
ვიცი ახლა ეს აზრი არ არის პოპულარული!
მაგრამ… აი, მე ვიბრძვი, ჩემებურად, როგორც შემიძლია, რომ შევცვალო ეს სასტიკი, საშინელი, შავი და ბნელი დამოკიდებულება სისტემისგან…
ზუსტად ვიცი, თქვენი ენერგიით, თქვენი ძალით, ჩვენი ერთობით (!!!) შევცვლით ამ ღორობას, მაგრამ იმ შეცვლილ, ნათელ, ლამაზ საქართველოში…
ჩემი მეგობრები უნდა იყვნენ… ისინიც და ასენიც… აგენიც და იგინიც…
და თუ ჩვენ ვიქცევით ფაშისტებად… გახსოვთ? ჯარისკაცის მამა… Вот немецкий мальчик, иди, стреляй!…
სხვებზე ნუ მომკითხავთ! მე ვისვრი ქვებს, ჯოხებს, ცეცხლებს…
ოღონდ იმ ახალ საქართველოში, ჩემი მეგობრებიანად მიმიღეთ…
წინააღმდეგ შემთხვევაში, წაგებულ ომში, წაგებულ მეგობრებთან დავრჩები…
სხვანაირად არ გამოვა…
მე რომ ვაგებდი… სულ გვერდით იყვნენ”

სრულად წაკითხვა