“ახლა უკვე ამის გამოც შეუძლიათ დააკავონ პირი” – ნონა ქურდოვანიძე

1 week ago 7

7

‘გუშინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა” – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

ახლა უკვე იმის გამოც შეუძლიათ დააკავონ პირი, რომ:
1. სასამართლოში დროულად მიიყვანონ – მიუხედავად იმისა, თავისი ნებით უარს ამბობს თუ არა სასამართლოში მისვლაზე;
2.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით – ანუ ვისაც სამართალდარღვევის ჩადენა უკვე გაუფორმა სასამართლომ, შეიძლება პოლიციამ მხოლოდ იმის გამო დააკავოს მომავალში, რომ შემთხვევით სამართალდარღვევა აღარ ჩაიდინოს.
ამავე საფუძვლებით ნებადართული გახდა პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
ასევე, გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე.

სრულად წაკითხვა