“ახლა უკვე მათი ჭამის, მუცლის გამო აკავებენ ახალგაზრდებს!” – ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეებზე

8 hours ago 4

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეხმაურება მოსამართლეების კორპორატიულ წვეულებას და პროტესტის მონაწილეების დაკავებებას:

,,ივანიშვილის დავალებით შეყარეს ყველა ერთ რესტორანში – ყველამ უნდა შეიზილოთ ეს ნაგავი და ყველა თანამონაწილე უნდა იყოთ ამ დანაშაულების, რომლებსაც რამდენიმე მოსამართლე აწერს ხელსო.

ვინც არ განიხილავთ საქმეებს დაეწყობით და მოხვალთ “კოლექტივში”, დამნაშავეების გუნდში. გახრწნილ მურუსიძესთან ერთად იქეიფებთ და მისნაირი ტალახიანები იქნებით ყველაო – ასეთია რუსული რეჟიმის მსახურების ფასი …

წამება, ადამიანების სახის ძვლების მტვრევა, დასახიჩრება ხომ “გააპრავეს”, შემდეგ უდანაშაულო ადამიანები ციხეში ხომ გამოკეტეს, უამრავ დედას ხომ ცრემლი არ უშრება თვალზე, როდესაც უმიზეზოდ უტყვევებენ შვილს და ამის პარალელურად ღრეობა გადაწყვიტეს!

ექეიფებათ, არაფერს არ გრძნობენ, არ ანაღვლებთ!

ახლა უკვე მათი ჭამის, მუცლის გამო აკავებენ ახალგაზრდებს! თბილისში დააკავეს ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე, ბექა პაპაშვილი. სოლიდარობა ბიჭებს!✊🏻🇬🇪”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

სრულად წაკითხვა