“ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო შედგა” – მარგველაშვილი საჯარო მოხელეების პროტესტზე

1 week ago 6

საჯარო მოხელეების მიერ თბილისში გამართულ საპროტესტო მარშს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მარგველაშვილი მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს და “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ დღეს სახელმწიფო შედგა.

“იმ უღირსი განცხადებებით, გეგონება სახინკლის დირექტორები არიან, რომ აცხადებენ, რომ სამსახურიდან გავუშვებთ. ეს მდარე მდგომარეობა, რომელიც ამ პოლიტიკურ კლასს გააჩნია. ივანიშვილის შეცდომა იყო ის, რომ გახედნა 100-200 პოლიტიკური ფიგურა, რომლებიც არიან დეპუტატები, მინისტრები. ისინი გამოწვრთნა და განცდა აქვს, რომ გახედნა მთელი საქართველო. არა, აქ არიან ადამიანები, რომლებიც ღირსებას ხედავენ თავიანთ სამსახურში. უაღრესად აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანების და ასევე დიპლომატების მონაწილეობით. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო შედგა. საჯარო მოხელე პოლიტიკური ტერორის მიუხედავად ამბობს, რომ მე ვარ საჯარო მოხელე, პატივს ვცემ ჩემ საქმიანობას”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

სრულად წაკითხვა