2
“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტიდან Azimut-ის თვითმფრინავმა, რომელსაც ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით უნდა შეესრულებინა რეისი, აფრენა ვერ შეძლო.
მგზავრებისთვის უცნობია, რა გახდა შეფერხების მიზეზი. ერთ-ერთი მგზავრის ცნობით, ბორტზე მყოფ ხალხს ტერიტორიის დატოვება ახსნა-განმარტების გარეშე მოსთხოვეს.
თვითმფრინავმა თითქოს აფრენა დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად გაჩერდა. ხალხს ახსნის გარეშე მოსთხოვეს ბორტის დატოვება. ახლა ყველა ტერმინალში ველოდებით რეისის შესრულებას,” – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.
“მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა, ელოდებიან უკრაინული უპილოტოების შემოტევას” – ბატიაშვილი