ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვინც ახლა ნაძვის ანთების ღონისძიებაზე წასვლას აპირებს.
მისი თქმით, ვინც 26 მაისს ნინი ბადურაშვილს თავისუფლების მოედანზე შესრულებული ჰიმნის გამო აბულინგებდნენ, სწორედ ისინი აპირებენ ახლა ღონისძიებაში მონაწილეობას.
,,26 მაისს ბადურაშვილმა ჰიმნი იმღერა და გააძვრეს სახე. აქციის დარბევის მერე როგორ იკადრეო. ვინც ზეიმს აწყობს, ვინც მისვლას აპირებს ბავშვებით, თან, დარბევის და სისხლის ღვრის მერე, აი, ზუსტად ეგ ხალხი აწიოკებდა მაშინ ნინის. პრეზიდენტადაც მიშას ირჩევენ და რა ვიცი. ხარებაც იქვეა. გილოცავთ ნაძვის ხის ანთება”, – ამბობს მსახიობი.