ბავშვები თუ ყველა საგანში მაინც რეპეტიტორებთან უნდა ატარო, ამდენი საჯარო სკოლა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მანდატურ-მასწავლებლებით, რისთვისაა საჭირო ხო ვერ მეტყვით?! – გრინ ბარეტი

5 months ago 8

ჟურნალისტი, პოეტი და სოციალური აქტივისტი, რომელიც ქართულ ინტერნეტ თუ ბეჭდურ სივრცეში “გრინ ბარეტის” ფსევდონიმით არის ცნობილი, სოციალურ ქსელში წერს:

კარგია რომ პედაგოგებს უზრდით ხელფასებს, გავიგეთ, მაგრამ:
თითისტოლა ბავშვები თუ პირველი კლასიდან უმაღლესის კარამდე აუცილებლად ყველა საგანში მაინც რეპეტიტორებთან უნდა ატარო, (თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი სკოლის მასწავლებელი, როგორც წესი, მეორე სკოლის მოსწავლეების რეპეტიტორია და – პირიქით) მაშ ეს რეპეტიტორი, იქ, სადაც მასწავლებლობისთვის იღებს ხელფასს, – რით არის დაკავებული, – იცით ვინმემ?!!
ეს ამდენი საჯარო სკოლა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მანდატურ-მასწავლებლებით, რისთვისაა საჭირო ხოვერმეტყვით?!
სკოლაში თორმეტი წელი რატომ დადის ბავშვი, თუ იცით ვინმემ, არ დამიმალოთ მეთქი?!!

ძვირადღირებული ტანსაცმელ-ფეხსაცმლისა და ბოლო აიფონების სამარიაჟოდ, – ეს ერთი –  ვიცით.
და კიდევ?..
კიდევ რისთვის იხარჯება ბიუჯეტიდან ამდენი ფული აწ უკვე ათეულობით მილიონით გაზრდილი დაფინანსებით?!! – წერს გრინ ბარეტი.

სრულად წაკითხვა