“მთავარი არხის” მიერ მოპოვებული სპეცრაზმელების სიაში მყოფი ერთ-ერთი ძალოვნის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი პროევროპულ აქციაზე არ გასულა და ბოლო 6 დღის განმავლობაში მივლინებაში იყო.
“ჩემი შვილი მივლინებაში იყო ამ დღეებში. მიტინგზე საერთოდ არ ყოფილა. [სიაში] კი, კი არის. ახლა გასული, არ არის. გუშინ მოვიდა მივლინებიდან გორის რაიონიდან, აი საოკუპაციო ხაზიდან. მივლინებაში იყო 6 დღით. დარბევებზე და მიტინგები რაც დაიწყო, ჩემი შვილი არ ყოფილა. აი, ღმერთის წინაშე ვიძახი, ჩემი შვილი არ ყოფილა და ხელიც არავისთვის დაურტყამს. ჯერ ჩემი შვილიშვილის ტოლი ბავშვები რატომ არიან მიტინგზე ?… ყველა ისეთი ხომ არ არის, რომ გაუსწორდნენ. მოძალადე ხომ არაა გინდ ის სპეცრაზმელი, გინდა თავისუფალი მოქალაქე. ახლა ჩემ შვილს რომ მოარტყან, იქ რომ ისვრიან იმეებს და მოხვდეს, რამე აკადრონ, თქვენ რომ იყოთ რას იზამთ?! ასე ხელებს დაიჭერთ და დადგებით?!”, – აცხადებს ერთ-ერთი სპეცრაზმელის დედა.