"ბაიერნმა" ჯეიმი გიტენსს დაუმიზნა

21 hours ago 3

Sky Sports Germany ირწმუნება, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსიას" ინგლისელ შემტევს, ჯეიმი ბაინო-გიტენსს დაადგა თვალი.

ბავარიელები უკვე დიდი ხანია, რაც გიტენსის განვითარებას აკვირდებიან. "რეკორდმაისტერის" ინტერესის შესახებ იცის თავად თავდამსხმელმაც. ჯეიმის "შავ-ყვითლებთან" კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს, ამიტომ არაა გამორიცხული, "სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრებმა იგი 100 მილიონ ევროზე ძვირადაც დააფასონ.

2025 წლის ზაფხულში რომ ბავარიელები წინა ხაზის მნიშვნელოვნად გადახალისებას აპირებენ, ამაზე აქამდეც გვისაუბრია. წამსვლელთა სიაში სერჟ გნაბრის, კინგსლი კომანსა და ლეროი სანეს მოიაზრებენ. სამიზნეებად კი სწორედ ბაინო-გიტენსი და ლევერკუზენის "ბაიერის" ვარსკვლავი, ფლორიან ვირცი განიხილებიან.

საინტერესოა, თუ როგორ დააფინანსებს "ბაიერნი" ამ ორი ძვირადღირებული ფეხბურთელის ერთ ზაფხულში შეძენას. მართალია, კლუბს ფინანსური პრობლემები არ აწუხებს, მაგრამ მსგავსი მასშტაბის ოპერაციების ასე მოკლე დროში განხორციელებას მათგან მიჩვეულები მაინც არ ვართ.

სანემ "ალიანს არენა" შეიძლება თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. რაც შეეხებათ გნაბრის, კომანსა და ლეონ გორეცკას (რომელიც ასევე ჩემოდნებზე ზის), მათი გასხვისებით სერიოზული ბენეფიტების მიღება შეიძლება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში, 20 წლის გიტენსის ანგარიშზე 9 გოლი და 4 ასისტია.

სრულად წაკითხვა