“ბარსელონას” და “რეალის” ფანკლუბები ივანიშვილის წინააღმდეგ – ისტორიული პროტესტი

1 week ago 6

“ოცნების” პოლიტიკას ფეხბურთის მოყვარულებიც გმობენ. ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ერთამენთის დაუძინებელი მტრები, “ბარსელონას” და “რეალის” ქართველი ფანებიც გააერთიანდნენ. “ერთმანეთი გვეზიზღება, მაგრამ თქვენ უფრო გვეზიზღებით” – აწერია მათ საპროტესტო პლაკატებს, რომლითაც ფეხბურთის გულშემატკივრები ჯერ ფილარმონიასთან, შემდეგ კი პარლამენტთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან აქამდე არავის ახსოვს, რომ “რეალის” და “ბარსელონას” ფანები ასე ჯერ არ გაერთიანებულან.

კარგი მაგალითი შეიძლება იყოს, სიმბოლური აქტი იმისა, რომ ნებისმიერი განსხვავების, გემოვნების და ა.შ. მიუხედავად, არსებობს ერთი უმთავრესი ღირებულება, რომლის ქვეშაც ახლა გაერთიანება არის ის, რაცსრულიად საქართველოს სჭირდება და მოხარული ვიქნები, თუ დანარჩენს ადამიანებსაც მცირე შთაგონებად და მოტივაციად გამოადგებათ ეს ამბავი, რომ ასე, საფეხბურთო ბანაკის დაპირისპირებული გულშემატკივრები დღეს ერთად დგანან ერთი მიზნის ქვეშ, – ამბობს აქციის მონაწილე. 

სრულად წაკითხვა