ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს რომ ამ ადამიანს შეუძლია მოსმენა, გაანალიზება და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.
"ოციოდე დღის დანიშნული იყო გიორგი გახარის შს მინისტრად, როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა.
ბევრს არაფერს ვიტყვი მასზე, ერთის გარდა - ამ ადამიანს შეუძლია მოსმენა, გაანალიზება და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.
ჩემი პატივისცემა გიორგის და მის გუნდს. ყველაზე რთული პერიოდიდან გამოიყვანა ჩემი ოჯახი სამუდამო განადგურებისგან, როცა უკიდურეს ზომამდე ვიყავი მისული (ბევრს უნდოდა მასეთი შედეგი) რასაც ვერ ვიტყვი ვერც ერთ დანარჩენ მაშინდელ მთავრობის ვერც ერთ წარმომადგენელზე. ყველას ეშინოდა ჩემთან შეხვედრის მათ გარდა და რატომ დღესაც არ ვიცი.
მან ყველა დახურული კარი გააღო ჩემთვის, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დახურა და პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ.
პოლიტიკოსი, მინისტრი თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი უნდა იყოს გიორგი გახარიასნაირი ან მეტი.
მუხლდაჩოქილი როცა ვეხვეწებოდი ყველას დახმარებას, რომ სიმართლე უნდა გარკვეულიყო, მხოლოდ გახარია და მისი გუნდი მისმენდა და რეაგირებდა ობიექტურად.
მან იცის მოწინააღმდეგის კარგად შეფასება და შემდეგ მოქმედება.
ამიტომ ბევრი გახარიასნაირი ან მასზე მეტი პოლიტიკოსი სჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს.
პ.ს. ამ კაცს რომ იცნობდე, პირადად უნდა იცნობდე და მასზე განხორციელებული თავდასხმა პირდაპირ მიუთითებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების არაკაცობას, არაქართველობას, არაადამიანობას და მათ დასასრულს.
სამხარაძე კი ადამიანურად მეცოდება, მასეთი არაკაცები არავის არსად არ სჭირდება, იცის ეგ დიტომ!" - წერს ზაზა სარალიძე.