ბელგიაში წავიდა - ფელდჰოფერმა "დინამო თბილისის" თავკაცის პოსტი დატოვა

1 week ago 6

"დინამო თბილისი" ავსტრიელ მთავარ მწვრთნელ ფერდინანდ ფელდჰოფერს დაემშვიდობა, მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ავსტრიელი სპეციალისტი კარიერას ბელგიაში, კერძოდ კი, "სერკლ ბრიუგეში" გააგრძელებს.

"დინამო თბილისი მადლობას უხდის ფერდინანდ ფელდჰოფერს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებ მას მომავალ საქმიანობაში.

დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კლუბის შიდა სისტემიდან რამდენიმე კანდიდატი განიხილება. აღნიშნული სიახლის შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ."

- ვკითხულობთ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა