გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანადლენა ბერბოკმა გამოთქვა აზრი, შეჩერდეს ევროკავშირში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
ანტიევროპული შემობრუნებით საქართველოს მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, შეაჩერა ფაქტიურად გაწევრიანების პროცესი,განაცხადა მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა. ამიტომ, თვლის ბერბოკი, ევროკავშირმა ოფიციალურად ამ პროცესის შეჩერების საკითხი უნდა განიხილოს.
ძლიერ დაზარალდა ასევე, აცხადებს ბერბოკი, საქართველოს და გერმანიის ათწლეულების განმავლობაში განვითარებული ურთიერთობა.
გერმანიის მედიის თანახმად, ბერბოკი კრიტიკას გამოთქვამს საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ შეუსაბამო ძალის გამოყენების გამო.
მას მერე, რაც საქართველოს მთავრობამ ნოემბერში გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე გადადო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, საქართველოს ქალაქებში არ წყდება პროევროპული გამოსვლები - დემონსტაციები, რომელთა დროს პოლიციას იყენებს გადამეტებულ ძალას და ათობით დემონსტანტი დაკავებულია.