ბერბოკი: ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა ჩვენს ურთიერთობაზე აისახება

2 weeks ago 16

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა 2 დეკემბერს თავის ჩინელ კოლეგას მიმართა გაფრთხილებით, რომ პეკინის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა ორი ქვეყნის კავშირებზე აისახება - იუწყება ბერბოკის ოფისი.

ბერბოკი პეკინში შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის, "სტრატეგიული დიალოგის" გამართვის მიზნით იმ ფონზე, როცა ბერლინი ცდილობს ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, უთანხმოების გამომწვევი საკითხების განხილვის პარალელურად.

"უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის ჩინეთის მხარდაჭერის გაზრდა აისახება ჩვენს კავშირებზე" - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ სიტყვებით მიმართა ბერბოკმა ვანს. ბერბოკის თქმით, საკითხი ეხება "გერმანიის და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს".

ჩინეთი თავს ნეიტრალურ მხარედ წარმოადგენს უკრაინის ომში და აცხადებს, რომ ის არც ერთ მხარეს არ უგზავნის მომაკვდინებელ შეიარაღებას - აშშ-სგან და დასავლეთის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. მაგრამ ჩინეთი რჩება რუსეთის ახლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოკავშირედ და ნატოს წევრი ქვეყნები პეკინს უწოდებენ გადამწყვეტი მნიშვნელობის მხარდამჭერს ამ ომში - რომელიც პეკინს არასოდეს დაუგმია.

სრულად წაკითხვა