ბექაური ტახტზე დაბრუნდა! - ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგი ცნობილია

1 day ago 4

როგორც მოგეხსენებათ, 2024 წელი ქართველი ძიუდოისტებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა 60 კილოში საბოლოო ჯამში მე-2 ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონს ვაჟა მარგველაშვილს 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-7 ადგილი ერგო.

ლეგენდარული ლაშა შავდათუაშვილი 73 კილოვრამ წონით კატეგორიაში მე-14 ადგილზე გავიდა.

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ტატო გრიგალაშვილს კი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ერგო.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასევე პირველია ლაშა ბექაური.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ილია სულამანიძე მე-3 ადგილს იკავებს.

მძიმე წონაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი კი მე-4 ადგილს იკავებს, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო მისი პოზიცია გაბათილებულია.

სრულად წაკითხვა