1
“მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ბექა ყორშიას დაკავებისას მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა სხვა დაკავებულებთან შედარებით მსუბუქი ფორმებით. ამის შესახებ “მთავარი არხის” დილის ეთერში მისი ინტერესების დამცველმა ვიქტორ კვიტატიანმა განაცხადა.
“ბექა მხნედ არის. მსუბუქად არის ნაცემი. დაცვის უფლებით ვერ სარგებლობდა 4 საათის განმავლობაში, მას ვერ ვპოულობდით არ ვიცოდით სად იყო. ბექასთან მიმართებაში პირველი რაც უნდოდა ეს იყო, რომ ეძებდნენ მის ტელეფონს. მაგრამ არ გაუმართლათ, ბექას ტელეფონი თან არ ჰქონდა, შემდეგ დაიწყეს მის გადაცემებზე ლაპარაკი, რაც დეტალურად იცოდნენ.
ბექა დააკავეს მეტროს მიმდებარედ, ნიღბიანი პირები მივარდნენ და დააკავეს. მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოღონდ სხვებთან შედარებით მსუბუქად. ბექას ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. რაც უსაფუძვლოა.” – განაცხადა ვიქტორ კვიტატიანმა.