ბიზნესმენები, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე ,,ოცნებას” 16 მილიონ ლარამდე შესწირეს – საერთაშორისო გამჭვირვალობა

1 week ago 3

269

საერთაშორისო გამჭვირვალობა ბიზნესმენთა სიას აქვეყენებს, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე ,,ოცნებას” 16 მილიონ ლარამდე შესწირეს:

,,28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა და საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა 13-მა ბიზნეს ასოციაციამ. ინდივიდუალურად საპროტესტო განცხადება გაავრცელა 70-მდე მსხვილმა და საშუალო ბიზნესმა. ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა; 300-ზე მეტმა მეწარმემ უარი თქვა საახალწლო ბაზრობებში და ღონისძიებებში მონაწილეობაზე. მსხვილი ბიზნესის რამდენიმე წამომადგენელმა ღიად დაუჭირა მხარი ახალ არჩევნებს.

თუმცა ქართულ ოცნებას ჰყავს მხარდამჭერები ქართულ ბიზნესში, რომელთაც ბოლო არჩევნების დროს პარტიას ოფიციალურად 16 მლნ ლარამდე შესწირეს.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან, პარტიაზე ყველზე მეტი თანხა აქვს შეწირული:
❗️ „არ ემ ჯი გოლდის“ ყოფილი დირექტორი, დავით ბალანჩივაძე – 472 ათასი ლარი
❗️ „გზა“, გიორგი ჭყონია – 460 ათასი ლარი
❗️ „ქართუ ჯგუფი“, ნატო ხაინდრავა – 448 ათასი ლარი
❗️ „ლილო-მოლი“, გია ანდღულაძე – 397 ათასი ლარი
❗️ „მარნისკარი“, ვაჟა ციგროშვილი – 379 ათასი ლარი
❗️ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ზურაბ ჩხაიძე – 300 ათასი ლარი
❗️ „დუგლაძეების ღვინის კომპანია”, დავით დუგლაძე – 282 ათასი ლარი
❗️ „კ და ქართული სპირტი“, ირაკლი ბექაური – 267 ათასი ლარი

სრულად წაკითხვა