ბიზნეს-ცენტრ „დელისის“ შენობიდან, სადაც ხანძარი იყო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოიყვანეს.
ბიზნეს-ცენტრ „დელისის“ შენობაში, სადაც „ფორმულა“ არის განთავსებული, ცეცხლი დღეს, 4 ნოემბერს, დაახლოებით 4 საათზე გაჩნდა. ამის გამო ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა.
დაკვამლიანების გამო „ფორმულას“ თანამშრომლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. მათ შენობიდან გამოსვლაში მეხანძრეები დაეხმარნენ.
როგორც ნეტგაზეთს საგანგენო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ბიზნეს-ცენტრის შენობიდან ყველა ადამიანი გამოყვანილია.
საგანგებო სიტუიაცების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.
netgazeti