“ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი“- რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

1 day ago 3

“ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული.

“ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. დე-ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა 3 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ეს შანტაჟის მექანიზმად გამოეყენებინათ. ის გაყინული უზარმაზარი თანხა, რომელიც მან არ გაცვალა იმაში, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო, ვერ აპატიეს.

ბოლო კუდის მოქნევა იყო ამჟამინდელი ადმინისტრაციის დე იურე სანქცია. მაგრამ, ვფიქრობ, პირიქით საამაყოა, როდესაც შენს იმისთვის სანქცირდები, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ და პირად ინტერესებს მეორე ფლანგზე ამყოფებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მხოლოდ მადლიერები ვართ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ“. – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სრულად წაკითხვა