“ბოდიში უნდა მოვუხადოთ რომ არ ვიცნობდით, როგორი ვაჟკაცი, განათლებული, პატრიოტი შვილები და შვილიშვილები გვყოლია” – ხუხაშვილი

2 weeks ago 7

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

განსასჯელთა სკამზე მჯდომ, სისტემის მიერ ტყვედ აყვანილ ზვიად ცეცხლაძეს და სხვა ბავშვებს რომ ვუყურებ, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც ბრალმდებელი ბრალდებულად იქცევა და ბრალდებული ბრალმდებელად.

დარწმუნებული ვარ, რომ სისტემა გააფთრებით ცდილობს იპოვოს სუსტი რგოლი, რომელიც “მოინანიებს” და მოყვება, როგორ “თხრიდნენ გვირაბს ლონდონიდან ბომბეიმდე”.

ვერც ერთი ვერ შეაშინა, ვერ მოისყიდა, ვერ დააჩოქა.

ასე ამაყად, თავაწეული, ნადვილი ღირსებით შეაბიჯებს ჩვენი ახალგაზრდობა თავისუფალ, სიკეთით და სიყვარულით სავსე მომავალში.

ბოდიშს ვუხდი მათ ყველა იმ შეცდომის, თუ გადაცდომის გამო, რამაც ამ უბედურებამდე მოგვიყვანა. იმის გამო, რომ ვერ შევძელით მათთვის ნორმალური, ცივილიზებული გარემოს შექმნა ჯანსაღი განვითარებისთვის და მათ თვითონ უწევთ ამისთვის ბრძოლა.

ბოდიში უნდა მოიხადოს მათთან ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომელთაც ვერ შეძლეს მათი არჩევანის სათანადოდ დაცვა და ახლაც ვერ ახერხებენ ბრძოლის წინა ხაზზე გასვლას.

ბოდიში უნდა მოვუხადოთ მამებმა და დედებმა, ბაბუებმა და ბებიებმა, რომ არ ვიცნობდით, არ ვაფასებდით, როგორი ვაჟკაცი, განათლებული, პატრიოტი შვილები და შვილიშვილები გვყოლია.

ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ამასთანავე ვიამაყოთ მათით.

სრულად წაკითხვა