ბოლნისის "სიონმა" გამოცდილი ქართველი მცველი დავით მაისაშვილი დაიმატა

6 hours ago 2

ბოლნისის "სიონი" წინა სასეზონო მზადებას აქტიურად აგრძელებს.გუნდი გამართავს ამხანაგურ თამაშებს.

გუნდის პრესსამსახურმა მორიგი სიახლეები გაავრცელა. ბოლნისურ კლუბში ითამაშებს გამოცდილი ქართველი მცველი დავით მაისაშვილი. 35 წლის მცველი "სიონს" დუშეთის "არაგვიდან" შეუერთდა.

მაისაშვილს სხვადასხვა დროს უთამაშია "მერანში", "დილაში", "ჩიხურასა" და წყალტუბოს "სამგურალში".

ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის პირველ ტურში "სიონი" დებიუტანტ ტყიბულის "მეშახტეს" ბოლნისში, სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 9 მარტს, 15:00 საათზე შეხვდება.

სრულად წაკითხვა