ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა მინისტრ გომელაურს, „ხარებას“ და პოლიციის 3 მაღალჩინოსანს

3 days ago 4

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომა 19 დეკემბერს სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.

ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან ისინი არიან პასუხისმგებელნი ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

სანქციები დაუწესდათ:

  1. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  2. ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე
  3. სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
  4. ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი
  5. მილერი ლაგაზაური - „ხარებას“ მოადგილე

ბრიტანეთის მთავრობა წერს, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი წინააღმდეგობა გაუწია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ სვლა“.

სანქციები გულისხმობშ:

1) მოგზაურობის შეზღუდვას ბრიტანეთში
2) უძრავი ქონების გაყივნას

ინფორმაცია განახლდება

სრულად წაკითხვა