ბუდუმ ეს დაიმსახურა – გერმანელები ზივზივაძის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებენ

1 week ago 9

ბუდუ ზივზივაძეს კარგი სეზონი აქვს და გერმანულ “კარლსრუეში” მიმდინარე სეზონში უკვე ბევრი გოლი დაუგროვდა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი “კარლსრუეს” ლიდერად ჩამოყალიბდა და ამას გუნდის ხელმძღვანელობაც ამჩნევს.

ახლახანს გერმანულმა გამოცემა Sport Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “კარლსრუემ” ბუდუს ახალი, ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზივზივაძე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბუდუ გერმანიაში თავს კარგად გრძნობს და გუნდის ნამვდილ ლიდერად ჩამოყალიბდა.

Post Views: 2

სრულად წაკითხვა