ბულგარულისა და კომბოსტოს მარინადის რეცეპტი – „აუცილებლად მოამზადეთ, ჯერ სილამაზე დაგატკბობთ, ზამთარში – სიგემრიელე“

1 week ago 9
ბულგარულისა და კომბოსტოს მარინადის რეცეპტი - „აუცილებლად მოამზადეთ, ჯერ სილამაზე დაგატკბობთ, ზამთარში - სიგემრიელე“კულინარიის ცნობილი ბლოგერი, ელგა ტაბატაძე გამომწერებს ბულგარულისა და კომბოსტოს მარინადის რეცეპს უზიარებს.
ინგრედიენტები
წყალი
ძმარი – 100.00 მლ
მარილი – 10.00 სკ
შავი პილპილის მარცვლები – 30.00 გ
ნიორი – 3.00 თავი
ნიახური – 1.00 თავი
დაფნა
კომბოსტო – 3.00 კგ
სტაფილო – 1.00 კგ
ბულგარული წიწაკა – წითელი და მწვანე – 3.00 კგ
მომზადების წესი
გავასუფთავე ბულგარული. წვრილად დავჭერი კომბოსტო, ჩავახეხე სტაფილი, დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი, პილპილის მარცვლები, 2 სკ მარილი, კარგად ავურიე ერთმანეთში და გავაჩერე ერთი საათით, რომ კომბოსტო მოიწალოს და ბევრი ჩავიდეს ბულგარულ წიწაკაში.
წიწაკის გული ამოვავსე კომბოსტოსა და სტაფილოს მასით და გადავიტანე ქილაში (წინასწარ 10-ლიტრიან ქილაში ჩავდე დაფნა, ნიორი, ნიახური), მაღლიდანაც დავადე ნიახური, ნიორი, დაფნის ფოთოლი, დავამატე ძმარი, დარჩენილი 8 სკ მარილი გავხსენი ადუღებულ, კარგად გაციებულ წყალში და დავასხი მარინადს. აუცილებლად მოამზადეთ, ჯერ სილამაზე დაგატკბობთ და ზამთარში – სიგემრიელე.
ამ მასალით გამოდის 10-ლიტრიანი ქილა, ცოტა დამრჩა და გადავიტანე 2-ლიტრიან ქილაში.
სრულად წაკითხვა