"ბუნდესლიგას ბუდულიგა დაარქვით..." - როგორ ეხმაურებიან გერმანელები ზივზივაძის მორიგ მაგიურ მატჩს

18 hours ago 4

ბუნდესლიგა 2-ის მე-17 ტურში ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" "პადერბორნს" ესტუმრა და ანგარიშით 1:2 დაამარცხა, რითაც ის ჩემპიონატში გალიდერდა.

ზივზივაძეს ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი აქვს - ბუდუმ ჯერ საგოლე პასი ჩაიწერა, შემდეგ კი გოლი გაიტანა.

ქართველს მიმდინარე სეზონში უკვე 14 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა, უშუალოდ ჩემპიონატში 12 გოლი და 3 საგოლე პასი, რითიც ის ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია.

ზივზივაძის მორიგ ბრწყინვალე პერფორმანსს "კარლსრუეს" ფანები საინტერესოდ ეხმაურებიან:

"ბუდუ, გთხოვ სეზონის შემდეგ დარჩი ჩვენთან, ძეგლს დაგიდგამთ"

"ბუნდესლიგას ბუდულიგა დაარქვით, ქართველი საოცარ ფორმაშია"

"ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია, ბუნდესლიგისგენ პირადად მივყავართ"

"თუ დავწინაურდით ეს ბუდუს უდიდესი დამსახურება იქნება"

"ქართველი ბომბდამშენი, ძალიან საინტერესოა თუ როგორ ვიყიდეთ ის მხოლოდ 150 000 ევროდ"

"თუ ვინმეს მისი ყიდვა მოუნდება 100 მილიონი გადაიხადოს".

სრულად წაკითხვა