გადადგა ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე.
„გადავდექი ლიეტუვაში საქართველოს ელჩის თანამდებობდიდან. პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემეტანა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რომელიც თან ერთვის ევროატლანტიკურ გზას! საქართველო ევროპაა“, – წერს იგი.