გაეროს სპეციალური მომხსენებლები — მერი ლოულორი (უფლებადამცველთა საკითხებში), ჯინა რომერო (მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საკითხებში) და ირენ ხანი (გამოხატვისა თავისუფლების საკითხებში), საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურებიან.
ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში ადგილი აქვს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
„ჩვენ ვხედავთ ძალოვნების ყოველდღიურ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მასობრივ თვითნებურ დაპატიმრებებსა და მთავრობისა და მის კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებების ცილისწამების კამპანიას მომიტინგეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების სტიგმატიზაციისა და დაშინების მიზნით.
„ჩვენ სერიოზული და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით, როგორ შეზღუდა საქართველოს მთავრობამ სივრცე გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების, შეკრების და უფლებათადამცველებისთვის, განსაკუთრებით 2023 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ პირველად წარადგინა კანონი “უცხოეთის აგენტებზე”. უახლესი დარბევების შემდეგ, მთავრობა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მიუახლოვდა განსხვავებული აზრის სრულმასშტაბიან ჩახშობას.
სერიოზულად შეშფოთებულნი ვართ, ვინაიდან რეპრესიების ესკალაცია შეიძლება მოხდეს, კონკრეტულად 14 დეკემბრისთვის ჩანიშნული არჩევნების შემდეგ. მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს და ეცადოს, მიაღწიოს ეროვნული შერიგება.“, — ნათქვამია განცხადებაში.