გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში ვითარების გარშემო რიგგარეშე სხდომას გამართავს

2 weeks ago 9

გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება 9 დეკემბერს თავის საგანგებო სხდომაზე და განიხილავს სირიაში ვითარებას ისლამისტი მეამბოხეების მიერ პრეზიდენტ ბაშარ ასადის 14 წლიანი მმართველობის შემდეგ განდევნის შემდეგ.

საგანგებო სხდომა, რომელიც რუსეთმა მოიწვია, როგორც გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლინსკიმ თქვა, დახურულ კარს მიღმა მოეწყობა. მსოფლიო და რეგიონული სახელმწიფოები სირიაში დაპირისპირებულ ძალებს და მათ მხარდამჭერებს სტაბილურობისკენ მოუწოდებენ.

ბაშარ ასადი და მისი ოჯახი 8 დეკემბერს გაიქცა და რუსეთს შეაფარა თავი, იტყობინება რუსეთის მედია. აშშ-ის ადმინისტრაციას ამის დასტური არ აქვს, მაგრამ განაცხადა, რომ მიზეზიც არ აქვს, ეჭვი შეიტანოს ამაში.

მედიის თანახმად, დამასკში, სირიის დედაქალაქში, 9 დეკემბრის დილით აფეთქებების ხმა ისმოდა. ვინ დაარტყა ქალაქს, არაა ცნობილი. Reuters-ი იტყობინებოდა წინა დღით, რომ ისრაელის ავიაციამ დაბომბა დამასკში ობიექტები.

რუსეთმა, ასადის ძველმა მხარდამჭერმა, განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი გადადგა და შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეებთან მოლაპარაკების შემდეგ „განკარგულება გასცა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესახებ“. „რუსეთის ამ მოლაპარაკებაში არ მონაწილეობადა,“ დაწერა საგარეო უწყებამ.

დამასკსა და სხვა ქალაქებში, ასევე მსოფლიოს ბევრ ქალაქში, სირიელები ზეიმობენ ასადის ჩამოგდებას, დაარბიეს და გაძარცვეს სამთავრობო შენობები და ასადის რეზიდენცია.

სირიელ მეამბოხეთა სათავეში დგას აშშ-ში და ბევრ სხვა ქვეყანაში ტერორისტულად შერაცხილი „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი.“

სირიის შემდგომი მოწყობის საფუძვლად ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, კატარი და რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის 2254-ე რეზოლუციას მიიჩნევენ.

სრულად წაკითხვა