“გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა…” – ჯიპიაი ჰოლდინგი

2 weeks ago 6

სააგენტო "პარალელი"
“გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა…” – ჯიპიაი ჰოლდინგი

,,ჯიპიაი ჰოლდინგი” სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც სამწუხარო ამბავს იუწყება ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ ავტოავარიაში დაღუპულ ქალთან დაკავშირებით:

,,დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.

ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.

ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა…” – ჯიპიაი ჰოლდინგი
პარალელი

სრულად წაკითხვა