“გამოიტანეს აირწინაღები, ნიღბები , ფიზიოლოგიურები” – პოლიციელები ენმ-ს ოფისს ცლიან

2 weeks ago 9

ამ წუთებში, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაცლა მიმდინარეობს – პოლიციელებმა ადგილზე სატვირთო ავტომობილები მიიყვანეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ შენობიდან ნიღბები, აირწინაღები და ფიზიოლოგიური ხსნარები გააქვთ.

გამოიტანეს აირწინაღები, ნიღბები , ფიზიოლოგიურები, გამოიტანეს ჩაფხუტები ამ ახალგაზრდების. ეტყობა, მიზანია, რომ უფრო მეტად გაგუდონ ეს ბავშვები, დაამტვრიონ თავპირი, ამ უნამუსოებმა, ამ ლაჩრებმა, რუსების მონებმა. ამათ თუ ჰქონიათ, რომ ერთი ნაბიჯით მაინც უკან დაგვახევინებენ, საერთოდ ტყუილად წვალობენ, – ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

სრულად წაკითხვა