„გამოიჩინეთ თავშეკავება“ — იაპონიის მთავრობა „ოცნებას“ მიმართავს

2 weeks ago 19

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომელსაც ხელისუფლება პოლიციისა და სპეცრაზმით ხელით ძალადობრივად არბევს ყოველ ღამით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, თავშეკავებას მოუხმოს და თავიდან აიცილოს მდგომარეობის მეტად გამწვავება.

იაპონია საქსტატის თანახმად, საქართველოში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მე-2 ადგილზეა 2024 წლის II კვარტალში.

„იაპონია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენების განვითარებას, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ. განსაკუთრებით შეშფოთებულები 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი მდგომარეობით ქვეყანაში, რაც საქართველოს მთავრობის განცხადებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ ისინი არ აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განახლებას 2028 წლის ბოლომდე. ამას მოჰყვა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და უშიშროების ორგანოებს შორის, მრავალი დაკავება და ადამიანების დაშავება.

იაპონია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ გამოიჩინოს თავშეკავება და თავიდან აირიდოს სიტუაციის მეტად გამწვავება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს კონსტრუქციულ ზომებს, რომ მიაღწიოს ურთიერთგაგებას თავის ხალხთან და მდგომარეობაც მალე განმუხტოს“, — აცხადებს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი კიტამურა ტოშიჰირო.

მასშტაბურმა პროტესტი, რომელმაც არამარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.

ხუთი ღამე გავიდა, რაც ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში ყოველდღე. დემონსტრაციები ძალადობრივად ირბევა გამთენიისას და 2 დეკემბრის ღამეს უკვე 10-ის ნახევრიდან. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი უკვე ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.

სრულად წაკითხვა