“ქართული ოცნების“ დეპუტატის, გენო პეტრიაშვილის ცოლი, ნინი მშვიდობაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“რა კარგად გამოამჟღავნეთ საკუთარი თავები ბევრმა!
ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს, ადამიანების ლანძღვა-გინება განსხვავებული აზრის გამო არ შეიძლება მაშინ თუკი დემოკრატიულ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება.
თქვენც ასე უნდა იყოთ! თუმცა გაბოროტებული ადამიანები ბოღმას ვერ მალავენ და ბოროტ სურვილებს და წყევლას უგზავნით ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს... გრცხვენოდეთ!!! რამდენი ბოღმიანი მყოლიხართ გამომწერებში, ვინც იცნო საკუთარი თავი თვითონვე ამომშალოს!!!
გამყიდველს როგორ უწოდებთ ადამიანს, რომელმაც თავის ქვეყანას ასეთი დიდი წარმატება მოუტანა, განსხვავებით სხვა სპორტსმენებისგან, რომლებიც ფულზე გაიყიდნენ და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობენ დღემდე, ზოგიერთმა თქვენგანმა სინანულიც გამოხატეთ თქვენი მშობლების მიმართ.
ნეტა სპორტზე მივეყვანე პარლამენტარი გამოვდიოდი, კი ნამდვილად ყველა თქვენგანი გახდებოდით ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები რუსების მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად! თუ რამე ცუდი გაუკეთა რუსეთმა ჩვენს ქვეყანას. ყველაზე მეტად ჩვენს ოჯახს მოხვდა ზიანი და ის ადამიანები, რომლებიც ამაში ვერ ერკვევით და არაფერი გაგიგიათ 2008“, - წერს ნინი მშვიდობაძე.