განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ENQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

17 hours ago 2

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს განათლების ხარისხთან დაკავშირებით და ამტკიცებენ, რომ ქართული დიპლომები ევროპულ სივრცეში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.

“შეფასების კომიტეტმა და ENQAR-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ სტანდარტში, დამოუკიდებლობის ნაწილში ცენტრი შეფასებულიყო როგორც სტანდარტებთან შესაბამისობაში არმყოფი. ENQAR-ს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარების და კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან, როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ისე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ისევ იმგვარად იქნება აღიარებული კვლავ ჩვენი დიპლომები.

ვგეგმავთ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამისთვის ჩვენს ორგანიზაციას აქვს 20-დღიანი ვადა და შემდეგ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენ საჩივარს,” – განაცხადა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, რეგისტრაცია შეუჩერა.

სრულად წაკითხვა