“განყოფილებაში მეუბნებოდნენ, ვიცით შენზე, რომ სტრიპტიზს ცეკვავ ჩახდილი და გახდილიო” – აქციაზე დაკავებული ბეატრის გაზდელიანი

1 week ago 7

1

პრაიმ ჰაუსის” ყოფილი მონაწილე, ბეატრის გაზდელიანი, რომელიც აქციაზე დააკავეს, განსასჯელის სკამზე ზის. ახალგაზრდას, რომელიც ხელებაწეული სპეცრაზმის პირისპირ იდგა და მეგობრის დაკავებას აპროტესტებდა, ახლა ხულიგნობას და პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ბრალდებული ამტკიცებს, რომ დაკავების დროს მას ამცირებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

თავიდან დააკავეს ჩემი მეგობარი გიორგი ბრეგვაძე, რომელიც არაფერს არ აკეთებდა, უბრალოდ იდგა თავისთვის და როცა დავინახე, როგორ დააკავეს და გაათრიეს, რა თქმა უნდა, ასე არ დავტოვებდი მე ამას, დავრჩი და დავდექი იქ, სადაც ვიდექი. შემათრიეს რაღაც მარშუტკაში, სადაც სიბნელე იყო და შემეშინდა მანდ ყოფნა და ვთხოვე, რომ გამოვეყვანე. მერე უკვე ჩამსვეს საპატრულო მანქანაში. გადამიყვანეს განყოფილებაში, მოხდა ძალიან არასასაიამოვნო ფაქტი, ვიდეოს მიღებდნენ შსს-ს თანამშრომლები, ნიღბები ეკეთათ, ვიცით შენზე, რომ სტრიპტიზს ცეკვავ ჩახდილი და გახდილიო. არვიცი მაგას რატომ მეუბნებოდნენ, არვიცოდი რა მექნა, ძალიან საშინელება იყო. სავარაუდოდ, ჩემი წყობიდან გამოყვანაც უნდოდათ, ამ შანტაჟიც, არვიცი. წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა წერია ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ასეთს არაფერს არ ვაკეთებდი. არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მომხდა ჩემი მხრიდან”.- ამბობს ბეა გაჩეჩილაძე. 

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ბეა გაზდელიანი 3 დღის წინ საღამოს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

სრულად წაკითხვა