“სისხლში გვაბანავეს… ისეთი შემზარავი საშინელება ვნახე…” – დომენიკ მანგო

2 weeks ago 15

ბლოგერი, დომენიკ მანგო, რომელიც აქციიდან წაიყვანეს და ცემეს, რომელიც კლინიკაში იწვა და დღეს დილით გამოწერეს, ამბობს რომ ის სახეზე არ სცემეს, რაკი ცნობილი ადამიანია, მისი მეგობრები კი სასტიკად არიან ნაცემნი სახეზეც. დომენიკს აქვს ტვინის შერყევა, ნეკნის მოტეხილობა და სხვადასხვა ტრამვები. ამბობს, რომ სხეული მთლიანად აქვს ჩალურჯებული:

“დაგვიჭირეს იმის გამო, რომ აქციაზე ვიდექით, საკუთარ სისხლში გვაბანავეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დედის სულს ვფიცავარ, სისხლში გვაბანავეს, მხოლოდ იმიტომ რო ქვეყანა გვიყვარს.

ახლა დანებება ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაღუპვას. ისეთი სიძულვილი, ისეთი შემზარავი საშინელება ვნახე, შოკში ვარ… ჩვენ ერთხელ ვთქვით ამაზე უარი ამ ქვეყანაში. 

აქ, საავადმყოფოში, სხვა პალატიდან მოვიდა მოხუცი კაცი, ჯოხით, შემოიტანა 100 ლარი, ბაბუ, ისეთ საქმეს აკეთებთ, მიიღეთ ეს ფული და გამოიყენეთო. ასეთი განწყობაა ყველგან. ფარხმალი არ დაყაროთ. ჩვენი ხალხის ერთიანობა ამ ჯოჯოხეთს დაასრულებს და დაამთავრებს ისე, რომ ამ შთამომავლობის გამგრძელებლი არ იყოს არც ერთი ხელისუფლება.

მოვითხოვ პირველი არხისგან პირდაპირ ეთერს, რომ მოვყვე ჩვენი ჯოჯოხეთური ღამის შესახებ. მინდა საზოგადოებას მოვუყვე, თუ როგორ გვაბანავეს ადამიანები ერთმანეთის სისხლში. მომაკითხოს საავადმყოფოში და ნახოს რა დღეში ვართ აქ ადამიანები.”

სრულად წაკითხვა