"გასახდელში სამოტივაციოდ დვალიშვილის მაგალითი მოვიყვანე" - სპაერის მწვრთნელი

2 weeks ago 4

საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს დინამო თბილისი და სპაერი შეხვდნენ. ცხადია, ფავორიტად დინამო მიიჩნეოდა, თუმცა გამარჯვება სპაერს დარჩა, რომლის მწვრთნელმაც LaGazzetta-სთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

მარტივად გეტყვით, თამაშის წინ ჩემს ფეხბურთელებს გასახდელში მერაბ დვალიშვილის მაგალითი მოვუყვანე და მოტივაცია ამით მივეცი. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ დვალიშვილი საქართველოდან ამერიკაში წავიდა, არაფერი არ ჰქონდა, მის მეტოქეს შონ ო'მალის კი ფულიც ჰქონდა და სახელიც, თუმცა მერაბმა თავისი მებრძოლი ხასიათით და შეუპოვრობით ის დაამარცხა.


ასე იყო ჩვენ შემთხვევაშიც. ფულით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, თუმცა ფულზე მაღლა სიყვარული და ერთიანობა დგას.

- თქვა ირაკლი კიღურიძემ.

ცნობისთვის, ფინალში სპაერმა მეტოქეს პენალტების სერიაში მას შემდეგ აჯობა, რაც ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა.

სრულად წაკითხვა