წაკითხვა: 6
სოსო მანჯავიძე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
“მოდი, კიდევ ერთხელ შევხედოთ გონების თვალით. რას აპროტესტებენ? ,,ევროპულ კურსზე” უარის თქმას.
ევროკავშირს თვითონ აქვს უარი ნათქვამი გაფართოების პოლიტიკაზე 2030 წლამდე. 2030 წლის შემდეგ რა იქნება არავინ იცის, მათ შორის არავინ იცის, იარსებებს თუ არა ევროკავშირი ამ ფორმით ( იხ. სსრკ ისტორია)
ანუ, აპროტესტებენ მათ გონებაში არსებული პერსპექტივას, ილუზიის, იგივე მირაჟის წართმევას. რას ითხოვს ევროკავშირი ამ ილუზიის სანაცვლოდ? ლგბტქ+ დაკანონებას, სახელმწიფო სუვერენიტეტზე უარის თქმას, რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას.
ანუ, გაელგებტექუვდი, გახდი ყურმოჭრილი მონა და დაეტაკე რუსეთსო. და ეს ყველაფერი ნისიაზე, ავანსად. 2030 წლის მერე კი ისინი გადაწყვეტენ, რამდენად ხარისხიანად შევასრულეთ ეს მეტად ღირსეული ინსტრუქციები.
ანუ, რა მიზანს ემსახურება ეს აქცია? ბავშვები არ უნდა დაიცვა ლგტქ+ პროპაგანდისგან, სრულიად უნდა დაემონო ევროჩინოვნიკებს და მოაწყო თვითმკვლელობა.
ამ დიადი მიზნების განსახორციელებლად მოაწყვეს ეს ქაოსი ჩვენმა ჰიპნოტაბელურმა თანამოქალაქეებმა.
თხა პროვოკატორები ნაცნობია-საინფორმაციო სკუნსები, ნჯო-ები, გეიპარტიები და ამბიციური გიჟების მთელი ლეგიონი. ამათ აიყოლიეს აღქმოიდები, რომლებსაც ჰქონიათ, რომ რუსეთს ებრძვიან და ევროპისკენ მიიკვლევენ გზას.
ცხვარიც ასე იქცევა, მორჩილად მიჰყვება თხა პროვოკატორს საკლავისკენ. ამ უკანასკნელს ამ სამუშაოსთვის ქიშმიშს აჭმევენ. როგორც ამბობენ, ქიშმიშნაჭამი თხა პროვოკატორისგან არაჩვეულებრივი კერძები მზადდება. მოკლედ, ყველაფერი რაციონალურადაა მოწყობილი, ყველაფერი გამოყენებულია-ცხვრისგან კიკინის გარდა, არაფერი რჩება, ისევე, როგორც თხა პროვოკატორისგან.”– წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს