Former deputy Interior Minister Geka Geladze.
Photo:შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამწევრიანი სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესაბამისი ბრძანება 2 ნოემბერს გამოსცა, ხოლო სახელისუფლებო მედია იტყობინება, რომ გელაძე კორპორაციის საბჭოს წევრად დაინიშნა. კორპორაციის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, საბჭოს სხვა წევრები არიან თავმჯდომარე ვაჟა ხიდაშელი და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაჩიბაია.
გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2026 წლის 15 სექტემბერს დაინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებიდან მეორე დღეს. იგი სუს-ის მეოთხე უფროსი იყო, რომელმაც ეს პოსტი ორ წელზე ნაკლებ დროში დატოვა. მაშინ მან თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ „პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების“ შემდეგ მუშაობას „სხვა უწყებაში“ გააგრძელებდა.
გელაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო, 2015 წელს სუს-ის დაარსების შემდეგ უწყების მეხუთე ხელმძღვანელი გახდა. მან ეს თანამდებობა 2025 წლის აპრილში დაიკავა და მამუკა მდინარაძე შეცვალა.
This post is also available in:
Read Next
08/10/2026 - 13:16
მუსიკოსი პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, შსს ბრალდებებს უარყოფს
06/10/2026 - 13:34
შსს: მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წელს უცხო ქვეყნის 3 300-მდე მოქალაქე გააძევეს
25/09/2026 - 19:50
არასრულწლოვნების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე ჯგუფთან დაკავშირებული პირი დააკავეს
22/09/2026 - 14:52
პოლიციის მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრების გამავრცელებელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
14/09/2026 - 12:40
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა
09/09/2026 - 17:23
civil ახალი ამბები