გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა, მსხვერპლთა შორის პატარა ბავშვიცაა (ვიდეო)

13 hours ago 6

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრის რაინერ ჰაზელოფის თქმით, მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, მათ შორის, ერთი პატარა ბავშვია. ამის შესახებ როიტერი“ იუწყება.

ჰაზელოფის ცნობით, 200-ზე მეტმა ადამიანმა დაზიანებები მიიღო, ბევრმა – სერიოზული.

შემთხვევა ხუთშაბათ საღამოს მოხდა.

ინტერნეტში გასაჯაროვდა სათვალთვალო კამერის ვიდეო, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მძღოლი განზრახ შევარდა ხალხში.

გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ მანქანა დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე დახლებსა და დამფრთხალ ხალხს შორის მოძრაობს, რომლებიც ცდილობენ, გაქცევით უშველონ თავს.

🚨 Plusieurs personnes ont été fauchées au marché de Noël de Magdebourg, en Allemagne : vidéo de la caméra de surveillance.

https://t.co/vL1dYNjda1

— Frontières (@Frontieresmedia) December 20, 2024

ინტერნეტში ასევე გამოჩნდა თავდამსხმელის დაკავების ვიდეო. მამაკაცი თვითონ გადმოდის მანქანიდან, ასფალტზე წვება და ხელებს თავზე იწყობს. პოლიციის თანახმად, ეჭვმიტანილი 50-მდე წლის მამაკაცი საუდის არაბეთიდანაა და იგი, წინასწარი ვერსიით, მარტო, განზრახ მოქმედებდა. მოგვიანებით მედიამ, მათ შორის, „ბიბისიმ“ მისი  სახელიც გაასაჯაროვა – თელებ ალ-აბდულმოჰხსენი.

Allemagne 🇩🇪 : Le moment de l’arrestation du conducteur d’une voiture qui a foncé sur une foule de visiteurs d’un marché de Noël à Magdebourg, en Allemagne.

À la suite de l’incident, 11 personnes ont été tuées et 60 ont été blessées. https://t.co/7oZjqBVeQk pic.twitter.com/IDGa4DcpJn

— G-VAR (@Global_VAR_) December 20, 2024

საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრის რაინერ ჰაზელოფის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მამაკაცი ექიმი-ფსიქიატრია, რომელიც ბერნბურგში (მაგდებურგიდან 46 კმ-ის დაშორებით) ცხოვრობდა და მუშაობდა. გერმანიაში იგი 2006 წელს ჩავიდა სასწავლებლად და დარჩა, რადგან 2016 წელს დევნილის სტატუსი მიიღო. ბერნბურგის კლინიკა Salus-Fachklinikum-ში დაადასტურეს, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილი მათთან მუშაობდა. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ  მან საავადმყოფოში მუშაობა 2020 წელს დაიწყო, თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა,  ხან შვებულებაში იმყოფებოდა, ხან ბიულეტენზე.

როგორც ჟურნალი Spiegel-ი ამტკიცებს, ადრე იგი საჯაროდ გამოხატავდა თავის სიმპათიას ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ. მისი „ისლამოფობიური შეხედულებების“ შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა „ნენსი ფეზერმა“ აღნიშნა.

პროკურორ ნოპენსის თქმით, გამომძიებლები ჯერ ისევ აზუსტებენ დანაშაულის მოტივებს, თუმცა ეჭვმიტანილის ქმედება გერმანიაში საუდის არაბეთიდან დევნილებთან დამოკიდებულების მიმართ უკმაყოფილებას უკავშირდება.

Bild-ის ცნობით, ტერაქტის შემდეგ მაგდებურგის ბაზრობა დაიხურა და პოლიცია ტერიტორიაზე ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებდა. ქალაქში საშობაო ბაზრობა აღარ გაიხსნება.

მედიის ცნობით, სისხლიანი ინციდენტის შემდეგ გერმანიაში საშობაო ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

გერმანიაში საშობაო ბაზრობები ადრეც გამხდარა ტერორისტების სამიზნე.

2016 წელს გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა ხალხში შეიჭრა. მძღოლი იყო ტუნისელი ანის ამრი, რომელმაც გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი მიიღო. სამართალდამცავთა ვერსიით, მას ისლამისტებთან ჰქონდა კავშირი. ამ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამრი პოლიციამ მოკლა იტალიაში დაკავების მცდელობისას ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

2022 წლის ივნისში ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე მანქანა ხალხის ნაკადში შევარდა და კოსმეტიკის მაღაზიას შეეჯახა. მაშინ ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა