გვარდიოლა: "ენფილდისგან" ამას არ ველოდი"

2 weeks ago 10

"მანჩესტერ სიტიმ" გუშინ "ლივერპულთან" წააგო და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერს 11 ქულით ჩამორჩა. როდესაც მუჰამედ სალაჰმა ანგარიში 2:0 გახადა, "სქაუზერებმა" სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მისამართით დამცინავი სიმღერა წამოიწყეს, რომლითაც მას სამსახურიდან მომდევნო დილას გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებდნენ.

გვარდიოლა "ენფილდზე" შეკრებილი ქომაგების ამ ქმედებამ ძალიან გაანაწყენა, რაც მან ჯერ სტადიონზე გამოხატა, როდესაც მათ 6 თითი აჩვენა (მის მიერ მოგებული 6 პრემიერ ლიგის ნიშნად), შემდეგ კი პრესკონფერენციაზეც გამოხატა გულისწყრომა.

"ძალიან ამაყი ვარ ჩემი 6 პრემიერ ლიგის ტიტულით ამ და წინა გუნდის (იურგენ კლოპის ფორმაციის "ლივერპულის") წინააღმდეგ.

შეიძლება ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე, დათხოვნასაც ვიმსახურებ! შეიძლება იმიტომ ვინარჩუნებ თანამდებობას, რომ პრემიერ ლიგა 6-ჯერ მოვიგე და სხვა ტიტულებიც მაქვს. მათ უნდათ, რომ გამიშვან. ვისურვებდი, უფრო კეთილები ყოფილიყვნენ. რატომ არ ქნეს ეს 0:1-ზე? რატომ არ ქნეს გასულ სეზონში, როცა ჩემპიონები გავხდით? რატომ უნდათ ახლა, რომ გამათავისუფლონ?

"ენფილდისგან" ამას არ ველოდი. "ბრაიტონის" მსგავსი კლუბებისგან ასეთი რამ მოსალოდნელია, მაგრამ არა "ენფილდისგან". შეიძლება ეს იმ პატივისცემის გამოცაა, რომელიც ჩვენ მათდამი გვაქვს. მათ იციან, რომ პრემიერ ლიგის 6-გზის ჩემპიონები ვართ, თუმცა არაუშავს. ეს თამაშის ნაწილია," - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ "სიტიზენები" სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებენ. 4 ნოემბერს ისინი "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლებენ. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა