"გვინდა, რომ დავიტოვოთ, მაგრამ.." - რას ამბობენ ზივზივაძეზე გერმანიაში

6 days ago 7

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში შესანიშნავად გამოიყურება და გოლი გოლზე გააქვს.

ცხადია, მისი კარგი თამაშით კმაყოფილები არიან კარლსრუეშიც, სადაც ქართველის დატოვება კი სურთ, თუმცა ხელმძღვანელობა ვერაფერს გამორიცხავს.

გვსურს, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით დავიტოვოთ, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ამდენად, ზამთარში ზივზივაძეს გაშვებას კატეგორიულად ვერ გამოვრიცხავთ.

- ამბობენ კარლსრუეში.

გერმანიაში წერენ, რომ ბუდუს ტოპ ჩემპიონატში თამაში სურს. შესაბამისად, მისთვის ზამთარი საინტერესო უნდა გამოდგეს.

სრულად წაკითხვა