“გვცემეს, მობილური გაგვტაცეს, ჩანთას მართმევდნენ” – ნაცემი გოგოები რუსთაველიდან ფეხს არ იცვლიან

2 weeks ago 8

1

ფოტო აქციიდან

სოციალურ ქსელში, ჯგუფში, დაიტოვე ნათია არაბული, წერს:

მე და ჩემს მეგობარს, სალომეს, რობოკოპებმა გვცემეს, თავსა და ზურგში გვირტყამდნენ, წიწაკის სპრეი შეგვასხეს, სალომეს მობილური გასტაცეს. ბიჭების გადარჩენა გვინდოდა, გვეგონა გოგოებს ნაკლებად მოგვდგებოდნენ, მაგრამ პირიქით. 

მართმევდნენ ჩანთას, მაგრამ ვერ გაგვტაცეს…  მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად ვართ და შიში საერთოდ გაგვიქრა, არც ფეხის მოცვლას ვაპირებთ. ერთადერთი ტელეფონზე ვნერვიულობთ, ყველაფერი ამ ტელეფონში ჰქობდა ჩემს დაქალს.

აუცილებლად გავიმარჯვებთ!

სრულად წაკითხვა