სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრას X-ზე ეხმაურება და ანჯეი დუდას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“მადლობა პრეზიდენტო პირადად თქვენ და პოლონელ ერს ყოველთვის გვერდში დგომისთვის – განსაკუთრებით რეპრესიებისა და ტერორის ამ ბნელ დროს. გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ქართველები ამას გადავლახავთ და ჩვენი საერთო ევროპული მომავალი გაგვაერთიანებს,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.