გივი თარგამაძეს, ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა – აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
სხდომას ესწრებოდა გივი თარგამაძეც.
თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.