გიორგი ოკმელაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა და საქმეზე დასკვნითი სხდომა გადადო

1 week ago 2

მომართლე გიორგი გელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე, გიორგი ოკმელაშილს ორი თვით გაუხანგრძლოვა პატიმრობა და გადადო დასკვნითი სხდომა.

გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს, „პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით“ დააკავეს, შემდეგ კი ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმეს. გამოძიება მას „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც“ ედავება.

სასამართლო სხოდომის გადადადება საქმის პროკურორმა მოითხოვა, ვინაიდან მისი თქმით, მზად არ იყო დასკვნითი სიტყვისთვის.

ადვოკატის, კობა ბარამიას განმარებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ტკიცებულებები უდაოდ იმიტომ სცნეს, რომ პროცესი არ გაჭიანურებულიყო, მისი თქმით 15-20 წუთი სჭირდება შესაჯამებლად უდაოდ ცნობილ ფაქტზე დაცვისა და ბრალდების მხარეს.

მაგრამ ადვოკატის განმარტებით, პროცესი ორი თვით იმიტომ გადაიდო, რომ "ეს უკავშირდება მოქმედი პრეზიდენტის ვადის ამოწურვას", კობა ბარამია და გიორგი ოკმელაშვილის მხარდამჭერები მოელოდნენ, რომ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გიორგი ოკმელაშვილს შეიწყალებდა.

მოსამართლემ განმარტა, რომ დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებდა.

რის გამოც ადვოკატმა სასამართლოს შემადგენლობის აცილება მოითხოვა, სხდომის მრავალჯერ გადადების და მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების მიზეზით.

“ჩვენ არ გვაქვს ობიექტურობის განცდა ამ საქმეზე”, - თქვა კობა ბარამიამ.

მოსამართლემ დაუსაბუთებლად მიიჩნია არგუმენტი და არ დააკმაყოფილა აცილების მოთხოვნა.

პროცესის ხვალ 13 ჩატარების შეთავაზებაზე კი მოსამართლემ უპასუხა: “ხვალ ვერ ჩავატარებ, პროცესები მაქვს”.

“თქვენ აქამდე არასაპატიმრო საქმეები განიხილეთ, მაშინ როცა პატიმრის სისხლის სამართლის საქმის განხილვა პრიორიტეტულია. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ განზრახ აჭიანურებთ პროცესებს”, - თქვა კობა ბარამიძ

გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელის სახეში იდაყვის ჩარტყმის მიზეზით. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ასევე, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ეს გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 16 ივლისს დაიწყო. ამ საქმეზე უკანასკნელი სხდომა 3 ოქტომბერს ჩატარდა. ამის შემდეგ სხდომა ფაქტობრივად აღარ გამართულა. 2024 წლის 15 ოქტომბრის სხდომა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

უფლებადამცველი არასამათავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გამოთქვამს ვარაუდს, რომ სასამართლო შეგნებულად აჭიანურებს 2024 წლის გაზაფხულზე დაკავებული "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეების საქმეების განხილვას. საია ექვსი ადამიანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცესზე დაკვირვებით ამტკიცებს, რომ შეინიშნება სასამართლო სხდომების დროის დიდი ინტერვალებით გადადების ტენდენცია, რაც შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვერ მოასწროს ამ საქმეებზე ბრალდებულების შეწყალება, მათი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში.

ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში არიან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების გამო დაკავებული საბა მეფარიშვილი, ომარ ოკრიბელაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი და ფრიდონ ბუბუტეიშვილი. არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო არ ცვლის მათთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ფორმას, პატიმრობას.

შემდეგი სხდომა გიორგი ოკლემაშვილის საქმეზე10 იანვარს დაინიშნა.

სრულად წაკითხვა