გიორგი სოსიაშვილი მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს 

1 week ago 9

გიორგი სოსიაშვილი საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.

გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, მწერლის, საქართველოს პარალმენტის წევრისა და რუსულ კანონზე ერთ-ერთი ხელმომწერი დეპუტატის რეგალიას ახლა აკადემიკოსობაც შეემატა. 

აღნიშნული ინფორმაცია მეცნიერებათა აკადემიამ დღეს, 12 დეკემბერს გაავრცელა. 

“2024 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ ფარული კენჭისყრით აირჩია აკადემიის წევრები”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოს უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც 1941 წლის 25 თებერვალს დაფუძნდა. 

სრულად წაკითხვა