გიორგი ქადაგიძე: რას ნიშნავს პერსონალური სანქციები და ვის ეხება ისინი?

5 days ago 12

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე (2009-2016 წლებში) განმარტავს თუ რას ნიშნავს პერსონალური სანქციები, ვის ეხება და რა გავლენა ექნება დასანქცირებულ პირებზე.

„ნეტგაზეთი“ გიორგი ქადაგიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


ვის შეეხება?

სანქციები ეხება ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს რომელიც:

  • პასუხისმგებელია, მონაწილეობდა ან ხელს უწყობდა დემოკრატიული პროცესების ან ინსტიტუტების ხელის შეშლის ნებისმიერ ქმედებაში;
  • პასუხისმგებელია, მონაწილეობდა ან ხელს უწყობდა ადამიანის უფლებების ხელყოფასა და პოლიტიკურ რეპრესიებში;
  • მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მათი ოჯახის წევრებს, ასევე მათთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო კორუფციასა ან გავლენა ჰქონდა ზემოთ აღწერილ პროცესებში;
  • ვინც მატერიალურად და ტექნიკურად ეხმარებოდა, აწვდიდა შესაბამის საქონელსა და მომსახურებას ზემოთ აღწერილი ქმედებების განხორციელებისას;
  • ვინც მოქმედებდა მათი სახელით მესამე პირებთან ურთიერთობაში.

უფრო მარტივად რომ გავიგოთ, ავიღოთ ბელორუსიის მაგალითი;

ვინ მოხვდა ასეთ სიაში?

  • ძალოვანი და იუსტიციის მინისტრები, მათი თანამშრომლები და ოჯახის წევრები;
  • მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, ვინც აკავებდა და ასამართლებდა აქტივისტებს და დემონსტრანტებს;
  • სახელმწიფო საწარმოები, სატრანსპორტო კომპანიები და ყველა მიმწოდებელი ვინც მათთან მუშაობს/ამარაგებს შესაბამისი პროდუქციით;
  • პრეზიდენტის და მთავრობის სპიკერები, პრესცენტრი, პროპაგანდისტული არხების მფლობელები, მმართველები, ჟურნალისტები და პოლიტიკური კომენტატორები;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის და პარლამენტის თანამშრომლები და ა.შ.

კიდევ უფრო მარტივად რომ გავიგოთ, თუ თქვენ ხართ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც გადაჰყავს სპეცდანიშნულების რაზმი — დიდი ალბათობით დასანქცირდებით, ან თუ ხართ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი, რომელიც მათ კავშირს უზრუნველყოფს, დასანქცირდებით და ა.შ.

ეს სანქციები არ შეეხება მხოლოდ მთავრობას, ივანიშვილს ან 84 „პარლამენტარს“, ამოქმედებისას ის შეეხება ყველა პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ პირს.

რა შეზღუდვებში გამოიხატება სანქციები?

აკრძალულია ნებისმიერი ტრანზაქცია, გარიგება, საქონლის ან პროდუქციის მიწოდება, მათი სახელით მესამე პირებთან ურთიერთობა ან ხელშეწყობა, ასევე იმ ქვეყნებში გადაადგილება, რომელმაც სანქცია დაადო, მოკლედ კეთროვანი ხდები ყველასთვის.

ამერიკულ სანქციებს როგორც წესი სარკისებურად იღებს კანადა და დიდი ბრიტანეთი, ინდივიდუალურად ევროპის ქვეყნები და ევროკავშირი.

სიის და ქვეყნების გაზრდა გაცილებით მარტივია, მეტწილად მექანიკური ფორმალობაა და საკმარისად სწრაფად ხდება.

იმის გარდა რომ ვერც სანქცირებული პირები და ვერც მათი ოჯახის წევრები ვერ ისწავლიან, იმოგზაურებენ ევროპასა თუ ამერიკაში, ვერ განახორციელებენ ბიზნეს თუ სხვა პირად გარიგებებს, საქართველოშიც ყოველ ნაბიჯზე შეგექმნებათ პრობლემები ელემენტარული ტრანზაქციების შესრულებისას უცხოურ ვალუტაში.

ქვეყნისთვის და “მდუმარე” მსხვილი ბიზნესისთვის რა ზიანი მოაქვს ასეთ სანქციებს, მაგაზე ცალკე დავწერ.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!

სრულად წაკითხვა