გლიბ კატკოვი ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს

7 hours ago 3

16 წლის მცველი გლიბ კატკოვი ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელია.

უკრაინაში დაბადებული კატკოვი 2015 წლიდან ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. გამორჩეული თვისესების ფონზე, კატკოვს საქართველოს მოქალაქეობა შესთავაზეს, რომ ნაკრებში თამაშის უფლება მიეღო.

2022 წლიდან ჩვენი ახალწვეული “ინტერის აკადემიაში” თამაშობდა. 2023 წელს პირველად მიიღო მოწვევა ასაკობრივ ნაკრებში, მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ UEFA Development Cup-ზე.

გასულ წელს კატკოვი 5-ჯერ იყო გამოძახებული საქართველოს 17-წლამდელღა ნაკრებში, 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც. 

ცნობისთვის, ქუთაისურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 

სრულად წაკითხვა